მოამზადეთ უგემრიელესი პიცა ტაფაზე 10 წუთში-ძალიან მარტივი რეცეპტი!

15606
მომზადების დრო: 10 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე: მარტივი

ტაფაზე მომზადებული პიცის გაკეთებას სულ რაღაც 10 წუთი ჭირდება. სამაგიეროდ კი გემრიელ და მსუყე კერძს მიიღებთ. რა თქმა უნდა შიგთავსისთვის ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ინგრედიენტის გამოყენება შეგიძლიათ. მაშ ასე, გაეცანით ჩვენ რეცეპტს და დააგემოვნეთ მარტივად მოსამზადებელი პიცა.

ინგრედიენტები:

  • 2 ც. კვერცხი.
  • 3 ც. მაიონეზი.
  • 9 ს.კ. ფქვილი.
  • 1 ც. ხახვი.
  • 1 ც. პომიდორი.
  • 1 ს.კ. მზესუმზირას ზეთი.
  • 4 ს.კ. არაჟანო.
  • 100 გ. კეტჩუპი.
  • 200 გ. შაშხი.
  • 50 გ. მაგარი ყველი.
  • მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, არაჟანი და მაიონეზი. მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ ფქვილი, კარგად ამოურიეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოათავსეთ მასზე ცომი. ცომის ზევიდან გადაანაწილეთ კეტჩუპი, თხლად დაჭრილი ხახვი, პომიდვრის ნაჭრები და შაშხი. მოაყარეთ ყველი. დაახურეთ თავზე და 10 წუთის განმავლობაში შეწვით.