მოამზადეთ უგემრიელესი სამარხვო კოტლეტები ბოსტნეულისგან

2201
მომზადების დრო: 20 წთ.
სირთულე: მარტივი

დიდი მარხვის დროს ბევრი რთული წესის დაცვა გვიწევს. მათ შორისაა საჭმლის რაციონიდან ხორცისა და რძის პროდუქტების ამოღება. ხშირად ამბობენ, რომ სამარხვო საჭმელი არცთუ ისე გემრიელია, მაგრამ ეს მითია. დღეს შემოგთავაზებთ უგემრიელესი კოტლეტების რეცეპტს, რომლებიც ბოსტნეულისგან მზადდება. გამოდის ხრაშუნა და არომატული.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ბრინჯი
  • 150 გრამი კარტოფილი
  • 100 გრამი ხახვი
  • 300 გრამი თეთრი კომბოსტო
  • 150 გრამი სტაფილო
  • 70 გრამი ფქვილი
  • 3 ს/კ ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბრინჯი მოხარშეთ. კარტოფილი, სტაფილო და ხახვი გაფცქვენით. კომბოსტო გარეცხეთ. ეს ინგრედიენტები ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ, ჩაამატეთ ბრინჯი, ფქვილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ, მასისგან კოტლეტები მოზილეთ და ტაფაში ორივე მხრიდან შეწვით.