მოამზადეთ უგემრიელესი, სიცილიური ვაშლის ნამცხვარი მარტივად!

27979
მომზადების დრო: 25 წთ
ცხობის დრო: 50 წთ
სირთულე:: მარტივი

გთავაზობთ ძალიან გემრიელი და განსხვავებული ნამცხვრის რეცეპტს, რომლის არომატული გემო აუცილებლად მოგაწონებთ თავს.

ინგრედიენტები:

  • 75 გრ. ფქვილი
  • 1 ჩ. კ გამაფხვიერებელი ცომისთვის
  • 50 მლ. რძე
  • 60 გრ. კარაქი
  • 0,5 კგ. მწვანე ვაშლი
  • 1 ც. კვერცხი
  • 1 ც. კვერცხი გული
  • 1 ჩ. კ ვანილის შაქარი
  • 125 გრ. შაქრის ფხვნილი
  • 25 გრ. კაკალი
  • 60 გრ. ლეღვის ჩირი
  • 1 ც. ლიმონის წვენი და ცედრა
  • ტოპინგისთვის დაგჭირდებათ:
  • 25 გრ. გირჩის თესლი
  • 0,5 ჩ. კ დარიჩინი
  • 25 გრ. შაქარი

მომზადების წესი:

1მისთვის, რომ ხილმა ფერი არ იცვალოს, გათლილ ვაშლის ნაჭრებს დაასხით ლიმონის წვენი. დაუმატეთ მას ცედრა და დაჭრილი ლეღვის ჩირი. გათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და კვერცხის გული. თქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. ჩაუმატეთ დარბილებული კარაქი და რძე.

2ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და შაქრის ფხვნილი. შემდეგ ფქვილისა და კვერცხის მიქსი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. დაუმატეთ ცომში ვაშლი, ლეღვი, კაკალი და ნაძვის თესლი.

3აცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუს ცელსიუსზე, 50 წუთის განმავლობაში, დარიჩინით, ცხიმით, შაქრითა და გირჩის თესლით დამუშავებულ საცხობ ჭურჭელში.

გემრიელად მიირთვით!