მოამზადეთ თხელი ლავაშისგან უგემრიელესი სიგარა ბიორეკი!

23770
მომზადების დრო: 40 წთ
სირთულე: საშუალო

სიგარა ბიორეკი – ეს ნაციონალური თურქული საჭმელია, რომელსაც როგორც საუზმეზე, ისე სადილსა და ვახშამზე მიირთმევენ ხოლმე. ისინი ფორმით კუბურ სიგარებს ჰგვანან. სახელიც ზუსტად აქედან იღებს სათავეს. მის მომზადებას თხელი ლავაშისგან გთავაზობთ.

ინგრედიენტები

    • 4 თხელი ლავაში
    • 1 ცალი კვერცხი
    • შავი წიწაკა
    • 150 გრამი ყველი ( ხაჭოც შესაძლებელია)
    • მარილი (თუ საჭიროა)
    • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1
ლავაში სამკუთხედებად დაჭერით.

2კამა წვრილად დაჭერით და შეურიეთ ან ყველს ან ხაჭოს. მარილი მოაყარეთ. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან. აურიეთ ყველაფერი. თუ ხაჭოს გამოიყენებთ, მარილი უქენით.

3
ლავაშის განიერ ნაწილზე შიგთავსი განათავსეთ და გადაატრიალეთ. ის რომ არ დაიშალოს, მისი ბოლოებს კვერცხის ცილა გადაუსვით.

4
შეწვით საშუალო ოდენობის კარგად გახურებულ მცენარეულ ზეთში. შემდეგ ხელსახოცზე გადმოიტანეთ.

სიგარა ბიორეკების გაყინვაც შეგიძლიათ