მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოსა და ვაშლის ორცხობილები!

20664
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

თუ რამე ახლისა და ორიგინალურის დამზადება გსურთ, ხაჭოსა და ვაშლის ორცხობილა ნამდვილად მოგეწონებათ. თუმცა ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ეს ორცხობილა კვერცხისა და ცხიმის გარეშეა. .

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ხაჭო
  • 100 გრამი კეფირი ან ნატურალური იოგურტი
  • 250 გრამი ფქვილი
  • 1-2 ცალი ვაშლი
  • 10 ჩ/კ შაქარი
  • 0.5 გრამი მარილი
  • დარიჩინი და შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადების წესი:

1დაიწყეთ ხაჭოთი! ხაჭოს დაუმატეთ 9 ჩ/კ შაქარი და 0.5 გრამი მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ ბლენდერის საშუალებით. (თუ გნებავთ, ხელით). მასში ჩასსხით კეფირი და ფქვილი დაუმატეთ. მოზილეთ ცომი. ის უნდა იყოს რბილი და ელასტიკური.

2გასუფთავებული ვაშლი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. ცომი გააფართოვეთ და კვადრატები ამოჭერით. თითოეულ მათგანში ვაშლები ჩააწყვეთ, მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი. ისე გადააბრუნეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

3დააწყვეთ ორცხობილები საცხობ ფორმაზე. ამ უკანასკნელს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ, შაქრის პუდრა მოაყარეთ.