მოამზადეთ უგემრიელესი ყაბაყის ღვეზელი ფრიკადელებით

912
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

თუ სახლში 2 ან 3 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი მოგეპოვებათ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ღვეზელი გასაოცარი რბილი სტრუქტურისაა, ფრიკადელების არომატი კი მას ფანტასტიკურად გემრიელს ხდის. რეცეპტში ასევე შეგიძლიათ ჩაამატოთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და მწვანილი ბაზილიკა.

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი ყაბაყი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 180-200 გრამი ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150-200 გრამი საქონლის ფარში
  • 1 ცალი ხახვი
  • 80 გრამი ყველი
  • 2 ს/კ საფანელი
  • იტალიური ბალახი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ყაბაყი გახეხეთ და დაუმატეთ კვერცხი, მარილი, გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ და ფქვილი პორციებად ჩაამატეთ. ცომი ისეთი უნდა გამოვიდეს, როგორც – ოლადების. ყველი გახეხეთ და მისი ნახევარი ცომში ჩაამატეთ.

2ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მარილი და პროვანსული ბალახები. ამ მასისგან საშუალო ზომის ფრიკადელები მოზილეთ. ფორმას კარაქი გადაუსვით, მოაყარეთ საფანელი და ყაბაყის ცომი მასზე გადაიტანეთ. ზედ ფრიკადელები თანაბრად დააწყვეთ. მოაყარეთ ყველი.

3საცხობი ფორმა ღუმელში შედგით. აცხვეთ 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. 30-ე წუთზე, ღვეზელს ფოლგის ფურცელი დააფარეთ.