მოამზადეთ ვაშლის ღვეზელი იტალიური რეცეპტით!

15390
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

დღეს შემოგთავაზებთ იტალიური ღვეზელის რეცეპტს. ვაშლის ეს ღვეზელი თავისი გემოთი გამორჩეულია, ამიტომ მის მომზადებას აუცილებლად გირჩევთ!

ინგრედიენტები:

  • 180 გრამი ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 50 გრამი კარაქი
  • 4 გრამი გამაფხვიერებელი
  • 4 ცალი ვაშლი
  • 140 გრამი შქარი
  • 125 მლ რძე
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

13 სუფრის კოვზი შაქარი გადადეთ. დარჩენილს კი კვერცხის გული შეურიეთ. ურიეთ იქამდე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. მასა, ფაქტობრივად, თეთრი უნდა გახდეს.

2კარაქი გაადნეთ. როგორც კი გაცივდება, მისი ½ ნაწილი კვერცხისა და შაქრის მასას დაუმატეთ. კარგად აურიეთ. შემდეგ კი ჩაასხით რძე. ყველაფერი კარგად აურიეთ.

3ამ მასაში ფქვილი ჩაყარეთ, შემდეგ კი – გამაფხვიერებელი. ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

4აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა, პერგამენტის ქაღალდი გადააფარეთ და ცომი მასზე დაასხით.

5ხილი გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერითდა უბრალოდ ცომში ჩააწყვეთ. დაგრჩათ კარაქი და 3 ს/კ შაქარი. კარაქი ღვეზელს მოასხით და შაქარი მოაყარეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.