მოამზადეთ ვახშამი ყაბაყითა და პომიდვრებით

965
მომზადების დრო: 45 წთ.
სირთულე: საშუალო

თუ მარტივი ვახშმის რეცეპტს ეძებთ, ის აქ არის. არანაირი ცხიმი და ინგრედიენტების მინიმუმი ბოსტნეულის ამ ბრაწულას განსაკუთრებულ კერძად აქცევს. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 1-2 ცალი პომიდორი
  • 200-250 გრამი ყაბაყი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 30 გრამი ყველი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ყაბაყი და პომიდვრები გარეცხეთ და დაჭერით თხელ რგოლებად. ასევე დაჭერით ბულგარული წიწაკაც. ბოსტნეული საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზემოდან მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

2კვერცხი და რძე ერთმანეთში ათქვიფეთ. მიღებული მასა ბოსტნეულს მოასხით. კერძი 180 გრადუსზე, 30-35 წუთის განმავლობაში აცხვეთ.