მოამზადეთ წვნიანი ისრაელური კერძი ქათმის ხორცით

842
მომზადების დრო: 25 წთ
სირთულე: საშუალო

იერუსალიმური ნაზავი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისრაელური კერძია, რომელიც 1968 წელს შექმნეს. ნაზავი ქათმის სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. დღესდღეობით კერძი ტრადიციულ ისრაელუ ფასტფუდად ითვლება. ამ საჭმელს სხვა სახელწოდებითაც იცნობენ – “მეურავ იერსუალიმი”. მოამზადეთ ეს კერძი და სასიამოვნოდ გააკვირვეთ თქვენი ოჯახის წევრები.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ქათმის მკერდი
  • 300 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 300 გრამი ქათმის გული
  • 2 ცალი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი, წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქათმის გული-მკერდი და ღვიძლი კარგად გარეცხეთ. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ჯერ ქათმის გული ზეთში იქამდე მოამზადეთ, სანამ ის არ შეოქროსფერდება.

2შემდეგ ჩაამატეთ ქათმის მკერდი, როგორც კი ხორცი გათეთრდება, მოაყარეთ დაფქული წითელი წიწაკა. კარგად აურიეთ და ჩამაატეთ დაჭრილი ხახვი.

31 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი, 3 წუთის შემდეგ კი – ღვიძლი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. 5 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გემრიელად მიირთვით.