მოამზადეთ ხაჭაპური ამ განსხვავებული და უნიკალური რეცეპტით

5459
მომზადების დრო: 30 წთ.
სირთულე: საშუალო

ხაჭაპურის უამრავი რეცეპტი არსებობს, ამ უკანასკნელის დახმარებით კი, ის ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0.5 ჩ/კ საცხობი სოდა
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 400 გრამი ყველი
  • 50 გრამი კარაქი

მომზადების წესი:

1კეფირს დაუმატეთ ერთი ცალი კვერცხი, შაქარი, მარილი და ზეთი. კარგად აურიეთ. ერთ ჭიქა ფქვილს დაუმატეთ სოდა, აურიეთ და კეფირის მასაში ჩაასხით. მოზილეთ ცომი. ის რბილი უნდა გამოვიდეს და ოდნავ გეკვროდეთ ხელზე. დააფარეთ ხელსახოცი და ცოტა ხნით გააჩერეთ.

2მოამზადეთ შიგთავსი: ყველი გახეხეთ და დაუმატეთ დარჩენილი ერთი ცალი კვერცხი. კარგად აურიეთ. დაუბრუნდით ცომს. მიეცით ძეხვის ფორმა და 7 ნაწილად დაჭერით. ეს ნაწილები გააბრტყელეთ და ცენტრში ყველის შიგთავსი ჩადეთ. ცომის ბოლოები შუამდე მიიტანეთ და შეკარით. ფრთხილად გააბრტყელეთ. გადმოაბრუნეთ მორე მხარეს და კვლავ გააბრტყელეთ.

3ხაჭაპური უნდა ამზადოთ ცხელ ტაფაში დაბალ ცეცხლზე ზეთის გარეშე. არ დაგავიწყდეთ ტაფას თავსახური დააფაროთ. როგორც კი დამზადდება, კარაქი გადაუსვით.