მოამზადეთ ხორცის ღვეზელი ორიგინალური ფორმით

1740
მომზადების დრო: 35 წთ.
სირთულე: მარტივი

ჩვეულებრივი ხორცის ღვეზელით ვერავის ვერ გააკვირვებთ,ამიტომ ჩვენ ექსტრავაგანტულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ფქვილი
  • 100 მლ. რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 500 გრამი საქონლის ხორცი
  • 1 ცალი ხახვი
  • 4 ცალი კარტოფილი
  • ხორცის ბულიონი
  • მარილი, დაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი:

1ფქვილს მწიკვი მარილი დაუმატეთ. შუაში ჩაღრმავება გააკეთეთ და მასში კვერცხი და რძე ჩაასხით. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით შედგით.

2დაიწყეთ შიგთავსის მომზადება: ხორცი, ხახვი და კარტოფილი წვრილ კუბიკებად დაჭერით. ყველა ეს ინგრედიენტი აურიეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ სხვადასხვა სანელებელი ან ბალახებიც ჩაამატოთ.

3ცომი საშუალო ზომის ნაჭრებად გაყავით და გააბრტყელეთ. შუაში შიგთავსი ჩადეთ, შემდეგ კი ისე გადაახვიეთ, როგორც ამ სურათზეა ნაჩვენები. საცხობ ფორმას ცხიმი გადაუსვით და მასზე ეს ღვეზელები 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ისინი უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, პერიოდულად ცხელი ხორცის ბულიონი დაასხით ხოლმე.