მოამზადეთ ხორცის უგერიელესი ღვეზელი “ქრიზანთემა”-ვიდეო რეცეპტი

5673
მომზადების დრო: 25 წთ
ცხობის დრო: 35 წთ
სირთულე: მარტივი

ამ გემრიელი ღვეზელის მომზადებას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მოვლენა. ის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ დააგემოვნოთ, მისი მომზადება კი ძალიან მარტვია. რა თქმა უნდა ხორცის ფარში შეიძლება იყოს როგორც ქათმის და ძროხის, ისე ღორის ან შერეული.

ინგრედიენტები:

  • 500 გ. ფენოვანი ცომი.
  • 500 გ. ღორის ხორცის ფარში.
  • 1 ც. ხახვი.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1მოაყარეთ ცომს ფქვილი და გააბრტყელეთ 0,5 სმ. სიგრძეზე. ჭიქის ან რაიმე ფორმის დახმარებით ამოჭერით რგოლის ფორმები. დააქუცმაცეთ ხახვი, შეურიეთ ფარშს და მოაყარეთ პილპილი და მარილი.

2თითოეულ რგოლში მოათავსეთ ხორცის შიგთავსი. გადაკეცეთ ნახევრად და შემდეგ ისევ ნახევრად, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. მიღებული სამკუთხედები მოათავსეთ ცხიმწასმულ, მრგვალ ფორმაზე.

3ჯერ შეავსეთ შიდა წრე და ნელ-ნელა შეავსეთ საცხობი ტაფა. გადააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ 10-15 წუთ. წაუსვით „ქრიზანთემას“ კვერცხის გული და აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 35 წუთი.