მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტოს ოლადები ყველისა და ნივრის არომატით

1697
მომზადების დრო: 20 წთ.
სირთულე: საშუალო

ეს უგემრიელესი ოლადები ყვავილოვანი კომბოსტოსგან მზადდება. ყველისა და ნივრის არომატი მას არაჩვეულებრივს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ფერადი კომბოსტო
  • 2 ცალი კვერცხი
  • 130 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 50 გრამი ყველი
  • 1/3 ჭიქა წყალი
  • 20 მლ. ზეითუნის ზეთი
  • მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ და პატარა ნაწილებად დააცალკევეთ. ჩაყარეთ წყალში და ადუღების შემდეგ, 5-6 წუთი ხარშეთ. შემდეგ კი, ღრმა ჯამში ჩააწყვეთ.

2ნიორი წვრილად დაჭერით, ყველი გახეხეთ, მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და ასევე წვრილად დაჭერით. კვერცხი ათქვიფეთ. კომბოსტოს ჩაუმატეთ ფქვილი, ყველი და მწვანილი. დაამატეთ კვერცხი და თბილი წყალი. აურიეთ. მიღებულ მასას ოლადების ფორმა მიეცით.

3ტაფაში ზეითუნის ზეთი შეაცხელეთ და ოლადები მასზე დააწყვეთ. აცხვეთ ორივე მხრიდან იქამდე, სანამ არ შეოქროსფერდება. მაშ ასე, ყვავილოვანი კომბოსტოს ოლადები მზადაა!