მოამზადეთ ზღვის პროდუქტების სალათი გრეიფრუტით და ავოკადოთი-ჯანსაღი და გემრიელი კერძი

7137
მომზადების დრო: 00 წთ
ცხობის დრო: 30 წთ
სირთულე: მარტივი

გთავაზობთ იტალიური სამზარეულოს კიდევ ერთ, ძალიან გემრიელი და ჯანსაღი სალათი რეცეპტს, რომლის მომზადებაც უმარტივესია.

ინგრედიენტები:

  • 3 ც. ვარდისფერი გრეიფრუტი.
  • 500 გ. კრევეტები, მიდიები, კალმარი.
  • 1 ც. ავოკადო.
  • 1 ს.კ. ფიჭვის კაკალი.
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1გარეცხეთ გრეიფრუტი, მოაჭერით თავი და ფრტხილად ამოაცალეთ რბილობი. დაჭერით რბილობი სასურველ ზომაზე. გაჭერით შუაზე ავოკადო, ამოაცალეთ კურკა და კოვზით ამოიღეთ რბილობი. დაჭერით ნახევარგოლებად.

2შეურიეთ ზღვის პროდუქტები ავოკადოს და გრეიფრუტს. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ. მიღებული შიგთავსი შეგიძლიათ მოათავსოთ თეფშე ან გამოტენოთ მისით გრეიფრუტი. დაახურეთ თავზე და შეგდით მაცივარში 1 საათით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ფიჭვის კაკალი.

გემრიელად მიირთვით!