მოამზადეთ ჟულიენი ფუნთუშაში-გემრიელი და მსუყე ფრანგული კერძი!

5218
მომზადების დრო: 15 წთ
ცხობის დრო: 30 წთ
სირთულე:: მარტივი

გაგიკვირდებათ და ამ უგემრიელესი, ფრანგული კერძის მომზადება ძალიან მარტივია. ისიამოვნეთ მსუყე და არომატული ჟულიენით!

ინგრედიენტები:

  • 1 ც. ქათმის ბარკალი
  • 4ც. მრგვალი პური
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ჩ. კ ფქვილი
  • 6 ს. კ არაჟანი
  • ყველი გემოვნებით

მომზადების წესი:

1მოხარშეთ ბარკალი. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად და მოთუშეთ. დაუმატეთ ფქვილი, ხახვს, კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

2 მრგვალ პურებს (ფუნთუშებს) მოაჭერით თავი და გამოასუფთავეთ. პურში მოათავსეთ მოთუშული ხახვი, ქათმის ხორცი, სასურველი სანელებლები, მოასხით არაჟანი და მოაყარეთ ყველი. აცხვეთ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!