მოუმზადეთ იოგურტის შეუდარებელი ალტერნატივა თქვენს ბავშვებს

4121
მომზადების დრო: 45 წთ.
სირთულე: საშუალო

ბავშვებისთვის რძის დესერტის გამზადება სახლშიც შეგიძლიათ. ეს სხვადასხვა დანამატებით გაჯერებული იოგურტების არაჩვეულებრივი ალტერნატივა იქნება. ამ დესერტის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ და თქვენს პატარასაც აუცილებლად მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • 0.5 ლიტრი კეფირი
  • 1/3 ჭიქა უცხიმო არაჟანი
  • ¼ – ½ ჭიქა შაქარი
  • 1 ს/კ ჟელატინი
  • ½ შეკვრა ვანილის შაქარი
  • კენკრა, თხილი გემოვნებით
  • ნატურალური კენკრის წვენი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ჟელატინი საშუალო რაოდენობის წყალში ჩაალბეთ. როცა აფუვდება, შემოდგით ცეცხლზე. არ აადუღოთ. ურიეთ ხშირად. დაელოდეთ, როდის გაცივდება.

2კეფირი, არაჟანი, შაქარი (ვანილისა და უბრალოც) მიქსერით 3 წუთის განმავლობაში ურიეთ. არ შეწყვიტოთ მორევა, ისე დაუმატეთ ჟელატინი და კვლავ 3 წუთი ურიეთ. მიღებული მასა იმწამსვე ქილებში ჩაასხით და მაცივარში 2-4 საათის განმავლობაში შედგით.

3როგორც კი ამ უგემრიელეს რძის დესერტს მაცივრიდან გამოიღებთ, მორთეთ კენკრით, თხილით ან გახეხილი შოკოლადით. შეგიძლიათ შეამციროთ კეფირის რაოდენობა და დაამატოთ საყვარელი კენკრის წვენი.