მსხლის ღვეზელი – ტკბილი და ძალიან გემრიელი დესერტი თქვენთვის

2209
მომზადების დრო: 45 წთ
ცხობის დრო: 25 წთ
სირთულე: საშუალო

მიირთვით მსხლის უგემრიელესი ღვეზელი დესერტად. გამოაცხვეთ და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს ტკბილი და ნოყიერი ღვეზელით.

ინგრედიენტები:

  • 6 ც. მსხალი.
  • 1 ც. ლიმონი.
  • 55 გ. კარაქი.
  • 85 გ. შაქრის ფხვნილი.
  • 340 გ. ფენოვანი ცომი.
  • 15 გ. ნიგოზი.

მომზადების წესი:

1გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუზე. მსხალი გათალეთ, გაჭერით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ ჯამში ლიმონის წვენთან ერთად, რომ არ გშავდეს. ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი. ნელა გააცხელეთ და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება. დაუმატეთ მსხალი, ლიმონის წვენტან და ცედრასტან ერთად. ურიეთ მანამ, სანამ მსხალი არ დარბილდება.

2 ამოიღეთ მსხალი და მოაწყვეთ ის მრგვალ ფორმაზე. დარჩენილი მასა გააცხელეთ, სანამ არ მიიღებთ ოქროსფერ კარამელს, შემდეგ კი მოასხით მსხალზე.ცომი გააბრტყელეთ, ფორმაზე 5 სმ-ით მეტი უნდა იყოს. ცომი გადააფარეთ მსხალს, ზოგ ადგილას დაჩხვლიტეთ და აცხვეთ 20-25 წუთი.

3გააციეთ და თეფშზე გადმობრუნებული დადეთ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!