ნიგვზიანი რულეტები ეგვიპტურად – მარტივი ინგრედიენტებით მომზადებული გემრიელი დესერტი

4736
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

ტკბილ ნამცხვრებში ვაშლი ხშირად შეგხვდებათ. მასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტი ნიგოზია. განსაკუთრებით ის პოპულარულია არაბულ და აღმოსავლურ სამზარეულოში. დღეს შემოგთავაზებთ ეგვიპტური ნიგვზის რულეტების რეცეპტს. ინგრედიენტები ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩაისთან ერთად კი ეს დესერტი განსაკუთრებით გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ფენოვანი ცომი
  • 150 გრამი შაქარი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 25 გრამი კარაქი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • 0.5 ჩ/კ დარიჩინი
  • 3 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 100 გრამი თაფლი

მომზადების წესი:

1ნიგოზი მშრალ ტაფაზე მოხალეთ, შემდეგ კი დააბლენდერეთ. შეგიძლიათ ხორცსაკეპ მანქანაშიც გამოატაროთ. ამ მასას დაუმატეთ 50 გრამი შაქარი, რბილი კარაქი და დარიჩინი. შიგთავსი მზადაა!

2დარჩენილი შაქარი და კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ რბილი კარაქი და კვლავ აურიეთ. მიღებული მასა ოპარაში ჩაასხით, ფრთხილად მოურიეთ, ჩაყარეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ. ქიშმიშს მდუღარე წყალი დაასხით.

3საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და პატარა რულეტები მასზე დააწყვეთ. აცხვეთ 200 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში. ამავე დროში სიროპი მოამზადეთ: შაქარი, თაფლი და ლიმონის წვენი ერთმანეთში აურიეთ. ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში დადგით და მუდმივად ურიეთ. მოასხით რულეტებს.