ნუტელას რეცეპტი ყველანაირი საზიანო დანამატის გარეშე!

46485
მომზადების დრო: 50 წუთი.
სირთულე: საშუალო

ნამდვილი „ნუტელა“, რომელიც ჩვენ, ყველას, ძალიან გვიყვარს, შედგება კაკაოს, შაქრის, მშრალი რძის და არაქისის შრატისგან. ასევე ზოგიერთი მწარმოებელი მას პალმის ზეთს, სოიოს ლეციტინს და ვანილის არომატიზატორს უმატებს ხოლმე. შოკოლადის გემრიელობის დამზადება სახლშიც შეგიძლიათ, ყველანაირი საზიანო დანამატის გარეშე.

ინგრედიენტები:

  • 4 ჭიქა რძე
  • 4 ჭიქა შაქარი
  • 5 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 4 ს/კ ფქვილი
  • 200 გრამი კარაქი
  • 3 ს/კ თხილი
  • 0.5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1ჯამში შაქარი, კაკაო და ფქვილი აურიეთ. ამ მასას ცოტაოდენი რძე დაასხით. ხშირად ურიეთ. მიღებული მასა ცეცხლზე შემოდგით. მიიყვანეთ ადუღებამდე. ამავე დროს აურიეთ ისე, რომ არ გადაადუღოთ.

2მშრალ ტაფაზე თხილი შეწვით. შეგიძლიათ თხილის ნაცვლად ბერძნული კაკალი ან არაქისი გამოიყენოთ. გააცივეთ და დაჭერით. თხილი შოკოლადის მასას დაუმატეთ. შემდეგ კარაქი და მარილი ჩაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3ამზადეთ დაბალ ცეცხლზე. ურიეთ ყოველ 12-15 წუთში ერთხელ. მიღებული შოკოლადის პასტა გააცივეთ და დახურულ კონტეინერში მოათავსეთ. შეინახეთ მაცივარში.