ოსპის კრემ-სუპი – მათთვის, ვინც საკუთარ ფიგურას უფრთხილდება

4542
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

ოსპი კრემ-სუპების მოსამზადებლად არაჩვეულებრივი კომპონენტია. წვნიანის კონსისტენცია მაშინაც კი სქელი გამოდის, თუ ის წყალზეა დამზადებული. ოსპის სუპი არამარტო მოზრდილებისა თუ ბავშვებისთვის, არამედ წონაში დაკლებთა მსურველთათვისაც სასარგებლო საჭმელია. ის ვიტამინებითა და ცილით მდიდარი კერძია.

ინგრედიენტებ:

  • 300 გრამი ოსპი
  • 200 გრამი სტაფილო
  • 1 ს/კ ტომატის პასტა
  • 200 გრამი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ/კ კუმინი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ ზეთი
  • პილპილი გემოვნებით
  • 1 ლიტრი წყალი

მომზადების წესი:

1ქვაბში ზეთი შეაცხელეთ. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ამზადეთ იქამდე, სანამ ეს ინგრედიენტები არ შეოქროსფერდება. დაუმატეთ ტომატის პასტა, აურიეთ და 1 წუთის შემდეგ ხახვი და გახეხილი სტაფილი ჩაამატეთ.

2ამზადეთ 2-3 წუთი. ხოლო ამის შემდეგ, მოაყარეთ გარეცხილი ოსპი. ჩაასხით ცხელი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 20-25 წუთი. დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. წვნიანი დააბლენდერეთ. კვლავ ცეცხლზე შემოდგით.

32-3 წუთის შემდეგ წვნიანს მწვანილი მოაყარეთ. გადმოდგით ცეცხლიდან. თუ მარხვაზე არ ხართ, შეგიძლიათ არაჟანთან ან ქათმის ნაჭრებთან ერთად მიირთვათ.