პასტა ორეკიეტე ბროკოლით – გემრიელი და სასარგებლო კერძი

4055
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 30 წთ
სირთულე: მარტივი

მიირთვით უგემრიელესი ორეკიეტე ბროკოლით. გაახალისეთ სუფრა, მარტივად მოსამზადდებელი და საოცრად არომატული, იტალიური კერძით

ინგრედიენტები:

  • 1 ც. ბროკოლი.
  • 500 გ. პასტა ორეკიეტე.
  • 4 კბილი ნიორი.
  • 1 ც. ლიმონი.
  • 100 გ. თხის ყველი.
  • 1 ც. წიწაკა ჩილი.
  • 50 მლ. ზეიუნის ზეთი.
  • მარილი და შავი დასაფქვავი წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:

1გაასუფთავეთ ბროკოლი, და მარილიან წყალში ხარშეთ სამი წუთის განმავლობაში. თუ გინდათ, რომ ბროკოლიმ ფერი არ დაკარგოს, მდუღარე წყლიდან ეგრევე გაყინულ წყალში გადაიტანეთ.დადგით მარილიანი წყალი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ მასში ორეკიეტე ( ან სხვა მსგავსი პასტა), მოხარშეთ.

2ამავდროულად, ღრმა ტაფაზე, ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ნიორი, წვრილად დაჭრილ წიწაკასთან ერთად. დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცედრა, ასევე ბროკოლი. მზა პასტა დაყარეთ ტაფაზე და კარგად ამოურიეთ, დაუმატეთ თხის გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით