პომიდვრის მარინადი იტალიურად – სულ რაღაც 30 წუთში!

7430
მომზადების დრო: 35 წთ.
სირთულე: საშუალო

მწარე საჭმლის მოყვარულებს ეს სალათა აუცილებლად მოეწონებათ. ის ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს.

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი პომიდორი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ.კ მარილი
  • 0.5 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ს/კ 6 %-იანი ვაშლის ძმარი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • დაფქული შავი წიწაკა და მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1პომიდვრები 0.5 სანტიმეტრის სისქის რგოლებად დაჭერით, ნიორი გამოატარეთ, მწვანილი წვრილად დაჭერით.

2ჯამში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, მარილი, შაქარი, შავი პილპილი, დარიჩინი, ნიორი და მწვანილი.

3პომიდვრები ღრმა თეფშზე სამ ფენად დააწყვეთ, თითოეული ფენა მიღებული მარინადით დაფარეთ. დაახურეთ თავსაფარი და მაცივარში 30 წუთით შედგით. შეგიძლიათ გარნირად მიირთვათ.