პროვანსული პომიდვრების ღვეზელი – გემრიელთან ერთად, მადისაღმძვრელად გამოიყურება

1510
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

პროვანსული პომიდვრების ღვეზელი – გემრიელთან ერთად, ვიზუალურად ლამაზადაც გამოიყურება. ფრანგებმა ნამდვილად იციან, თუ ჩვეულებრივი პროდუქტებიდან ნამდვილი შედევრი როგორ უნდა შექმნან!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. პომიდორი
  • 0.5 კგ. ფენოვანი ცომი
  • 0.5 კგ. ხახვი
  • 3-4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ჩ/კ ბაზილიკა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1პომიდვრები გარეცხეთ და შუაზე გაჭერით, ზეთი დაასხით, მოაყარეთ ბაზილიკა, მარილი და პილპილი. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და პომიდვრები მასზე მოათავსეთ. აცხვეთ 180-200 გრადუსზე, 20-30 წუთის განმავლობაში.

2ხახვი წვრილად დაჭერით, ტაფაში ჩაყარეთ და მისი მოშუშვა დაიწყეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბაზილიკა. გამომცხვარი პომიდვრები საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ (რომლის დიამეტრი 24-26 სანტიმეტრი უნდა იყოს), ზემოდან მომზადებული ხახვი მოაყარეთ.

3ცომი გააბრტყელეთ, ისე რომ მისი სისქე 0.5 სანტიმეტრი იყოს და ხახვსა და პომიდვრებს გადააფარეთ. ცომის კიდეები შეკეცეთ და ზედაპირი ჩანგლით ოდნავ დაჩხვლიტეთ. აცხვეთ 15-20 წუთი 180-200 გრადუსზე. სანამ სუფრასთან მიიტანთ, გადმოაბრუნეთ და ისე მიირთვით.