ქათმის ფილე ფენოვან ცომში – გამოდის ძალიან გემრიელი!

2452
მომზადების დრო:60 წთ
სირთულე: საშუალო

ქათმის ფილე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინგრედიენტია, რომელსაც კერძებში ვიყენებთ. დღეს შემოგთავაზებთ ქათმის ფენოვან ღვეზელს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 500 გრამი ფენოვანი ცომი
  • 1 კგ. ქათმის ფილე
  • 0.5 შეკვრა ოხრახუში
  • 1 შეკვრა ქინძი
  • 0.5 შეკვრა კამა
  • 150 გრამი კარაქი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ხორცი გრძელ ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ოდნავ გააბრტყელეთ. რბილი კარაქი წვრილად დაჭრილ მწვანილს შეურიეთ. მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. მიღებული მასა ხორცს დაუმატეთ. მიეცით რულეტის ფორმა.

2გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და 4-5 სანტიმეტრის სიგრძის რამდენიმე ნაჭრად დაჭერით. რულეტებს ცომი სპირალური ფორმით შემოახვიეთ. გადაუსვით კვერცხი. საცხობ ფორმას კი კარაქი გადაუსვით და რულეტები 35-40 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე აცხვეთ.