ქათმის ფილეთი დამზადებული რულეტები კვერცხის შიგთავსით

922
მომზადების დრო: 40 წთ
სირთულე: საშუალო

რაციონში ქათმის ფილე ხშირად გვხვდება. დღეს შემოგთავაზებთ მარტივ და ამასთან ერთად, ორიგინალურ რეცეპტს. ეს არის ქათმის ფილეთი დამზადებული რულეტები, რომელსაც კვერცხის შიგთავსი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. ეს უკანასკნელი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ: დაუმატოთ ბულგარული წიწაკა, პომიდვრების ნაჭრები და მოხრაკული სოკო.

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი ქათმის ფილე
  • 2 ცალი ხახვი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 70 გრამი ყველი
  • 0.5 შეკვრა მწვანილი
  • 200 გრამი არაჟანი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ, ნაჭუჭები მოაცილეთ და კუბიკებად დაჭერით. ასევე დაჭერით მწვანილი და ყველი. ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაჭრილი ხახვი ზეთში მოხრაკეთ და კვერცხის მასას დაუმატეთ.

2ქათმის ფილე ნაჭრებად დაჭერით, ოდნავ გააბრტყელეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი, თითოეულ ნაჭერს ერთი სუფრის კოვზი შიგთავსი დაუმატეთ. ხორცს რულეტის ფორმა მიეცით, დაამაგრეთ კბილის საჩიჩქნით. დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. გადაუსვით არაჟანი და აცხვეთ 170 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში.