ქათმის ღვიძლის სალათა უგემრიელესი და პიკანტური სოუსით

1381
მომზადების დრო: 20 წთ.
სირთულე: საშუალო

ქათმის ღვიძლი სალათებს განსაკუთრებულად უხდება. თუ მას მარტივად მოვამზადებთ, ის მშრალი არ გამოვა. ამ რეცეპტის მიხედვით, თქვენ უნდა მოამზადოთ გემრიელი და პიკანტური სოუსი. ეს უკანასკნელი ღვიძლს არბილებს და წვნიანს ხდის. ნახევრად მოხარშული კვერცხი კი უგემრიელეს სალათს არომატულობას სძენს.

ინგრედიენტები სალათისთვის:

  • 240 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 2 ცალი საშუალო ზომის კიტრი
  • 4 ცალი ბოლოკი
  • 6 ცალი პომიდორი ჩერი
  • 100 გრამი სალათი რომენი
  • 2 ცალი კვერცხი

    ინგრედიენტები მოსართავისთვის:

    ½ ჩ/კ მდოგვის მარცვალი
    ½ ჩ/კ მაგიდის მდოგვი
    2 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
    3 ჩ/კ ზეითუნის ზეთ
    2 ჩ/კ თაფლი
    მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1მოამზადეთ მოსართავი: ყველა ინგრედიენტი ჩანგლით ერთმანეთში აურიეთ. კიტრი, პომიდვრები და ბოლოკი დაჭერით, ღვიძლი კი საშუალო ზომის ნაჭრებად გაყავით. ტაფაში ზეთი შეაცხელეთ და ღვიძლი ორივე მხრიდან შეწვით. შემდეგ კი თეფშზე გადატანეთ.

2სალათ რომენი ხელებით დაფშვენით და მოასხით მოსართავის 2/3. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული, შემწვარი ღვიძლი და მოასხით დარჩენილი მოსართავი. ზემოდან ნახევრად მოხარშული (თოხლო) კვერცხი მოათავსეთ. არ დაგავიწყდეთ მარილი და პილპილი!