ქათმის ღვიძლისგან დამზადებული კოტლეტები – მარტივი და სწრაფი რეცეპტი

2581
მომზადების დრო: 20 წთ
სირთულე: საშუალო

მძიმე და დამღლელი დღის შემდეგ, ყვლას გვსურს რამე მარტივი და, ამავდროულად, გემრიელი კერძის მომზადება. შემოგთავაზებთ შესაფერის რეცეპტს: ეს არის ქათმის ღვიძლით დამზადებული კოტლეტები. გამოდის რბილი, ჰაეროვანი და წვნიანი. ეს გემრიელობა შეგიძლიათ მიირთვათ კარტოფილის პიურესთან ან მაკარონთან ერთად. რაც მთავარია, მზადდება მარტივად და სწრაფად!

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 500 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 2 ცალი ხახვი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი ფქვილი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • მცენარეული, რაფინირებული ზეთი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ღვიძლი კარგად გავრეცხოთ და სქელ ნაჭრებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ ხახვიც. ეს ორი ინგრედიენტი დავაბლენდეროთ. მოვაყაროთ ფქვილი, არაჟანი და კვერცხი. კარგად აავურიოთ. მიღებული ცომი არაჟნის მაგვარი კონსისტენციის უნდა იყოს. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

2ტაფაში ერთი სუფრის კოვზი ზეთი შევაცხელოთ. ღვიძლის ცომისგან კოტლეტები მოვზილოთ და საშუალო ზომის ცეცხლზე ორივე მხრიდან შეოქროსფერებამდე შევწვათ. გემრიელი და კრატუნა ღვიძლის კოტლეტები მზადაა!