როგორ დავარბილოთ მაგარი ხორცი?

2850
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: მარტივი

მომხდარა ისე, რომ ბაზარში ან სუპერმარკეტში ნაყიდი ხორცი იმდენად მაგარი ყოფილა, რომ მისი დაჭრა გაგვჭირვებია. წვნიანი ფილეებისთვის კი ფული ყოველთვის არ გვაქვს. ამიტომ ერთ პატარა ხერხს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა დავარბილოთ ხორცი. ამისთვის მარტო ნატურალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 1-2 კივი
  • 1-1.5 კგ. ხორცი
  • მარილი, პილპილი, როზმარინი გემოვნებით
  • ხახვი, ნიორი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ხორცი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. კივი ან დააბლენდერეთ ან გახეხეთ. მიღებულ მასაში როზმარინი, მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები ჩაამატეთ. ხორცი ამ მასაში გადაიტანეთ და 30 წუთი დატოვეთ. დროის გასვლის შემდეგ, ხორცისგან მოამზადეთ სასურვლი კერძი. მარინადი კი მწვადს არაჩვეულებრივად უხდება.