როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი ქართულად?

5124
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: მარტივი

რა შეიძლება მოვამზადოთ ჭარხლისგან ისეთი, რომ ბევრი წვალება არ დაგვჭირდეს? დღეს ზუსტად ამგვარ რეცეპტს წარმოგიდგენთ. ჭარხლის სალათი ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია. დაბალკალორიულობის გამო, ის შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროსაც კი.

ინგრედიენტები:

  • 4 ცალი ჭარხალი
  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • 1 ცალი ნიორი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • ოხრახუში, ქინძი გემოვნებით
  • ტყემალი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ჭარხალი მოხარშეთ იქამდე, სანამ კარგად არ დარბილდება. შემდეგ კი გააცივეთ და გაასუფთავეთ. დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. ასევე დაჭერით ხახვი, მწვანილი და ნიორიც. ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. მოასხით ტყემალი და მოაყარეთ პილპილი. როცა ამ ყველაფერს აურევთ, მზესუმზირის ზეთის დამატება არ დაგავიწყდეთ!