როგორ მოვამზადოთ ჩაშუშული ისე, რომ ზედმეტად ცხარე არ გამოგვივიდეს?

1168
მომზადების დრო: 80 წთ
სირთულე: საშუალო

ქართული სამზარეულო ორიგინალურობით გამოირჩევა. კერძების უმეტესობა ქართული სანელებლების წყალობით ცხარე გამოდის ხოლმე. ზუსტად ასეთი ცხარე კერძია ჩაშუშული. სახლის პირობებში მომზადებისას, თქვენ სიცხარის განეიტრალება შეგიძლიათ. ინგრედიენტების არჩევისას, ხორცი მინიმალურად უცხიმო შეარჩიეთ. ამით მომზადების პროცესი გაგიმარტივდებათ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. საქონლის ხორცი
  • 250 გრამი ხახვი
  • 1 ჩ.კ ტომატის პასტა
  • 350 გრამი პომიდორი
  • 1 ჩ/კ ხმელი სუნელი
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1 შეკვრა ბაზილიკა
  • 1 შეკვრა კამა
  • 1 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 250 მლ. წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
  • 1 ჩ/კ ზაფრანა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1საქონლის ხორცი კუბიკებად, ნიორი, მწვანილი და ხახვი კი წვრილად დაჭერით. პომიდვრები შუაზე გაყავით.

2ღრმა ქვაბში ხორცი და ხახვი გადაიტანეთ. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი. შემოდგით ცეცხლზე. ამზადეთ იქამდე, სანამ ხორცი არ დარბილდება. ნელ-ნელა წყალიც ჩაამატეთ.

3ქვაბში პომიდვრები გადაიტანეთ. თუშეთ 15 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ დანარჩენი სანელებლები, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და ტომატის პასტა. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. სოუსი უნდა გასქელდეს. გადმოდგით ცეცხლიდან. 20 წუთის შემდეგ დაუმატეთ მწვანილი და გემრიელად მიირთვით.