როგორ მოვამზადოთ ერთ დღეში ორი კვირის სამყოფი საჭმელი?

2534

წარმოგიდგენიათ, თუ რამდენი ენერგია და დრო გვეხარჯება საჭმლის მომზადებისას? ეს კვირაში დაახლოებით 14 საათია. თუ ამას დავამატებთ სადღესასწაულო სუფრის გამზადებასაც, საათების რაოდენობა უფრო იზრდება. დღეს შემოგთავაზებთ ორი კვირისთვის განკუთვნილ მენიუს, რომლის მომზადება 10 საათში შეგიძლიათ. თუ ამ დროს შაბათ-კვირას გამოყოფთ, თქვენ მოამზადებთ იმდენ საჭმელს, რამდენიც 2 კვირა გეყოფათ.

1) იოგურტი – დაიწყეთ მარტივით. მოამზადეთ მარწყვის იოგურტი და დაუმატეთ ჯემი ან მურაბა.

2) ტკბილი ღვეზელი – ჩვენს მენიუში დესერტის არსებობა საჭიროა. მოამზადეთ მარტივი ღვეზელი ჯემითა და შაქრიანი ცომით. მისი შენახვა მაცივარშიც შეგეძლებათ.

3) პომიდვრები – გაჭერით შუაზე, მოასხით ზეთი და აცხვეთ 2-3 საათის განმავლობაში, 100 გრადუსზე. მათ სალათებისთვის ან ბუტერბროდებისთვის გამოიყენებთ.

4) წვნიანი – ბოსტნეულის წვნიანი ქათმის ბულიონით – არაჩვეულებრივად შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.
5) შამპინიონები ყველის ქვეშ – ყველაფერი ძალიან მარტივია: აიღეთ შამპინიონები, ზედა ნაწილი მოაჭერით და ამოავსეთ ყველით. აცხვეთ 15-20 წუთი, 180 გრადუსზე.

6) ქათამი სოუსში – მოამზადეთ ქათმის ფილე კოჭას სოუსში, გამომცხვარი ქათმის მკერდი თაფლისა და სოიოს სოუსში. მოამზადეთ იმდენი, რომ კონტეინერებმა დაიტიოს.

7) ვარენიკები – მარტივად და სწრაფად დასამზადებელი კერძი, რომელიც პატარა ადგილს იკავებს. ის შეგიძლიათ არაჟანთან ერთად მიირთვათ.
8) კარტოფილის ნიოკი – ეს იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. ნახევარი კილო კარტოფილი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭყლიტეთ 150 გრამ ფქვილთან ერთად. მოაყარეთ მარილი და მწვანილი, ხარშეთ, როგორც ვარენიკები.

9) დამარინებული სკუმბრია – ამ კერძის მოსამზადებლად ჩვენი რეცეპტი დაგეხმარებათ.
10) მარილიანი ქაშაყი – მოამზადეთ ის მარილიან წყალში. შავი პური, ცოტაოდენი ხახვი და ვახშამიც მზადაა!

11) შემწვარი თევზი – აირჩიეთ რომელიმე თეთრი თევზი. შეწვით ან გამოაცხვეთ ხორცის სტეიკთან ერთად.
12) ლაზანია – კლასიკური ლაზანიას მოსამზადებლად ჩვენი რეცეპტი დაიხმარეთ.

13) ბრაწულა – დაგჭირდებათ დიდი ყაბაყი, 5 ცალი სტაფილო, 5ცალი კვერცხი, 125 გრამი ზეთი და 125 გრამი ფქვილი. ბოსტნეული გახეხეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ ზეთი და ფქვილი, მოზილეთ ცომი. აცხვეთ 30-40 წუთი, 180 გრადუსი.

არ დაგავიწყდეთ დროის დაზოგვაც. მაგალითად, როცა პომიდვრების მომზადებას დაიწყებთ, შეწვით ქათამი და წვნიანი გაამზადეთ, ხოლო სანამ ლაზანია მომზადდება, ვარენიკები და კარტოფილის ნიოკი მოხარშეთ. მარილი და დამარინადებული თევზი ან იოგურტი შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ, წვნიანი კი – ჰერმეტულ პაკეტებში.