როგორ მოვამზადოთ ჰაეროვანი ბისკვიტი ცხელი რძით ნახევარ საათში?

18508
მომზადების დრო: 25 წთ
სირთულე: საშუალო

ბისკვიტის მომზადების მრავალი წესი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ის ცხელი რძით! გამოდის ფაფუკი და ძალიან გემრიელი.

ინგრედიენტები

    • 120 გრამი რძე
    • 60 გრამი კარაქი
    • 165 გრამი ფქვილი
    • 6 გრამი გამაფხვიერებელი
    • 165 გრამი შაქარი
    • 3 ცალი კვერცხი
    • 10 გრამი ვანილის შაქარი

მომზადების წესი

1
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

2
ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი ერთმანეთში აურიეთ.

3რძე და კარაქი გააცხელეთ იქამდე, სანამ კარაქი არ გადნება. ნელ-ნელა უმატეთ შაქარი, სქელი ფენის წარმოქმნამდე ერთი წუთით ადრე ჩატეხეთ კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი. ხის კოვზით კარგად აურიეთ. რძე და კარაქი კვლავ შეაცხელეთ ადუღებამდე. ცხელი რძე ცომში ორ ეტაპად ჩაასხით.

4გადაიტანეთ მასა ფორმაში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.