როგორ მოვამზადოთ ტოლმის ფუცლები მარტივად?

1992

ტოლმის მომზადება გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ გსურთ, რომ დრო და ენერგია ბევრი არ დახარჯოთ, საინტერესო ხერხს გასწავლით. ადრე კომბოსტოს ფურცლების მოხარშვა გიწევდათ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით კი ეს აუცილებელი პროცედურა აღარ იქნება.

როგორ მოვამზადოთ ტოლმის ფურცლები სწრაფად?

პირველ რიგში, კომბოსტო სწორედ აარჩიეთ. მისი ფურცლები დიდი და თხელი უნდა იყოს. კარგად გარეცხეთ და ზედა ფურცლები მოაშორეთ. კომბოსტო მიკროტალღურ ღუმელში შედგით. თუ მისი წონა 1.5-დან 2 კგ-მდე მერყეობს, დრო 12 წუთზე დააყენეთ. დროის გასვლის შემდეგ, კომბოსტო გამოიღეთ. ფურცლები რბილი უნდა იყოს, გადაავლეთ ცივი წყალი და გამოიყენეთ ტოლმის მომზადებისას.