როგორ მოვამზადოთ ყველაზე განსხვავებული ვარენიკები ორი შიგთავსით?

1600
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეცეპტით მომზადებული ვარენიკები ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ. ერთი შიგთავსის ნაცვლად, მას ორი აქვს: ხაჭოსი და ხილის. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 450 გრამი ფქვილი
  • 200 მლ. კეფირი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 20 გრამი მარწყვი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 250 გრამი ხაჭო
  • 20 გრამი ყურძენი, შტოში, მოხცხარი
  • 10 გრამი კარაქი

მომზადების წესი:

1ფქვილი, კეფირი და კვერცხი ერთმანეთს შეურიეთ. ჩაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მოზილეთ ცომი და ნაჭერი გადააფარეთ. დაელოდეთ ნახევარი საათი. ხაჭო, შაქარი და ცოტაოდენი კარაქი ერთმანეთში აურიეთ, ხოლოდ მოცხარს, ყურძენსა და შტოშს შაქარი მოაყარეთ.

2თხელი ცომი გააბრტყელეთ და მრგვალი ფორმები გამოჭერით. ორი ნაჭერი ერთმანეთზე დააწყვეთ და შუაგულში დააჭირეთ. გვერდება „ჯიბეების“ ფორმას მიიღებთ. თითოეული ფორმა შიგთავსით ამოავსეთ. ერთი მხრიდან – ხაჭოს შიგთავსით, მეორედან – კენკრის. ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ. მიირთვით არაჟანთან ერთად.