როგორ მზადდება ბერძნული ტიროპიტა მაღაზიაში ნაყიდი ფენოვანი ცომით?

1970
მომზადების დრო: 80 წთ
სირთულე: საშუალო

ყველის ღვეზელი ან ტიროპიტა – ამ სახელის ცომეულს საბერძნეთში ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით. დაბრაწული გვერდები და არაჩვეულებრივი შიგთავსი – ვის არ მოეწონება? ტიროპიტას რეცეპტი დიდ დროს არ მოითხოვს, ასევე მისი ინგრედიენტები ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ იპოვოთ.

ინგრედიენტები:

    • 250 გრამი ყველი ფეტა
    • 50 მლ. რძე
    • 100 გრამი ოხრახუში
    • 200 გრამი ყველი
    • 5 ცალი კვერცხი
    • 100 გრამი კარაქი
    • 500 გრამი ფენოვანი ცომი
    • 1 ს/კ ფქვილი
    • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
    • პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1ფენოვანი ცომი ღუმელში 180 გრადუსზე შეათბეთ. ოხრახუში წვრილად დაჭერით. ფეტა წყალში გაავლეთ, შემდეგ დაჭერით, ყველი წვრილად გახეხეთ. ორივე მათგანი ჯამში გადაიტანეთ, დაუმატეთ კვერცხი, ოხრახუში, პილპილი. კარგად მოურიეთ.

2საცხობ ფორმას ცხიმი გადაუსვით და ცივ ადგილას დადგით. ცომი ორ ნაწილად გაყავით. მაგიდაზე ფქვილი მიმოფანტეთ და მასზე ცომის თიოთეული ნაწილი გააბრტყელეთ.

3ცომის ერთ-ერთი ნაწილი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, გადაუსვით რძე და მდნარი კარაქი. მასზე შიგთავსი მოათავსეთ და ცომის მეორე ნაწილი დააფარეთ. ღვეზელს რბილი კარაქი გადაუსვით. აცხვეთ 45-55 წუთი.