როგორ მზადდება ფარშირებული ჭარხალი ქათმის ხორცითა და ბრინჯით

859
მომზადების დრო: 80 წთ
სირთულე: საშუალო

მოხარშული ჭარხალი ორგანიზმს მიკროელემენტებითა და ვიტამინებით ავსებს. ჭარხლისგან ძირითადად სალათებს და ყველასთვის საყვარელ, ბორშს, ამზადებენ. დღეს შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო რეცეპტს, რომლის დახმარებით ჭარხალი უგემრიელესი გამოდის. დანარჩენი ინგრედიენტები, როგორებიცაა, ქათმის ხორცი და ბრინჯი, კერძს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს.

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 4 ცალი ჭარხალი
  • 1 ცალი ხახვი
  • 150 გრამი ბრინჯი
  • 300 გრამი ქათმის ფილე
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • კამა, ოხრახუში გემოვნებით
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1თქვენ 3 ქვაბი დაგჭირდებათ. ერთ-ერთ მათგანში ჭარხალი მოხარშეთ, მეორეში – ბრინჯი, მესამეში კი – ქათმის ფილე პილპილთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. ბულგარული წიწაკა და ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში შეოქროსფერებამდე შეწვით.

2ტაფაში ჩაამატეთ მოხარშული ბრინჯი და საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილეც. მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. ყველაფერს კარგად აურიეთ.

3მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და გაასუფთავეთ. კოვზის დახმარებით ჭარხლის რბილი ნაწილი ამოიღეთ. დარჩენილ ნაწილში კი ბრინჯისა და ქათმისგან მომზადებული მასა ჩატენეთ.