როგორ მზადდება იაფი ინგრედიენტებისგან უძველესი იტალიური ღვეზელი?

5212
მომზადების დრო: 40 წთ
სირთულე: საშუალო

ამ იტალიური ღვეზელის მომზადებისთვის დიდი ბიუჯეტი და ინგრედიენტების მრავალფეროვნება არ გჭირდებათ. ის მზადდება მარტივად და ძალიან სწრაფად. მიუხედავად ამისა, გამოდის უგემრიელესი.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 180 გრამი ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი ცილა
  • 50 გრამი კარაქი
  • 4 ცალი ვაშლი
  • 140 გრამი შქარი
  • 125 მლ. რძე
  • 4 გრამი გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1რძეში 3 სუფრის კოვზი შაქარი გახსენით. კვერცხის გული დარჩენილ შაქარს იქამდე ურიეთ, სანამ ის ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული მასა თეთრი უნდა იყოს. კარაქი მიკროტალღურ ღმელში გაადნეთ. როგორც კი გაცივდება, დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის ერთი მეორედი. კარგად აურიეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ რძე და კვლავ კარგად აურიეთ.

2ამ მასაში ფქვილი, შემდეგ კი გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომი მასზე მოათავსეთ.

3ხილი გაფცქვენით და ნაჭრებად დაჭერით და ცომში ჩააწყვეთ. დარჩენილი კარაქი და გადადებული 3 სუფრის კოვზი შაქარი ცომს მოასხით. აცხვეთ 180 გრადუსზე, 35 წუთის განმავლობაში.