როგორ მზადდება კულიჩი კვერცხის ნაჭუჭში?

1186
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: მარტივი

ასეთი კულიჩებით ნებისმიერ ადამიანს ხასიათს აუმაღლებთ. კვერცხის ნაჭუჭში მომზადებული სააღდგომო კულიჩი ორიგინალური ფორმის და უგემრიელესია. ნაჭუჭები უმჯობესია წინასწარ მოამზადოთ. კვერცხის ყველაზე ბასრ ნაწილზე ორი თითის დიამეტრის ჩაღრმავება გააკეთეთ. კვერცხი ოდნავ შეანჯღრიეთ და გული და ცილა ჯამში ჩაასხით. თავად ნაჭუჭი გარეცხეთ და გააშრეთ.

ინგრედიენტები:

  • 170 მლ. რძე
  • 450 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი კარაქი
  • 2 ს/კ საფუარი
  • 150 გრამი შაქარი
  • 70 გრამი ქიშმიში
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 10 გრამი ლიმონის ცედრა
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1მოამზადეთ ოპარა: საფუარი თბილ რძეში გახსენით. 5-7 წუთის შემდეგ ერთი ჭიქა ფქვილი და 2 სუფრის კოვზი შაქარი ჩაყარეთ. კარგად აურიეთ. დააფარეთ პირსახოცი და თბილ ადგილას 40 წუთით დადგით.

2დარჩენილი შაქარი და კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ რბილი კარაქი და კვლავ ურიეთ. მიღებული მასა ოპარაში ჩაასხით, ფრთხილად მოურიეთ , ჩაყარეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ. ქიშმისი მდუღარე წყალი დაასხით.

3ცომი თბილ ადგილას 1-1.5 საათით დატოვეთ. ის ორჯერ უნდა გაიზარდოს, მოაყარეთ ქიშმიში.

4ცომი პატარა ნაწილებად გაყავით, მიეცით ბურთების ფორმა, შემდეგ კი კვერცხის ნაჭუჭში გადაანაწილეთ ისე, რომ ცომის მოცულობა ნაჭუჭის ნახევარს არ აჭარბებდეს.