როგორ მზადდება კულიჩი მულტისახარშში?

3109
მომზადების დრო: 180 წთ
სირთულე: საშუალო

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. უკვე დროა მოვემზადოთ კულიჩისა თუ პასქის მომზადებისთვის. კულიჩის მომზადება ოდნავ რთული საქმეა. შედეგი გარკვეულწილად თქვენს ღუმელზეც არის დამოკიდებული. ვისაც ეს უკანასკნელი არ აქვს და მის ნაცვლად მულტისახარშს ფლობს, კულიჩის გამოცხობა მასშიც შეუძლია.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ. რძე
  • 150 გრამი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ/კ საფუარი
  • 50 გრამი შაქრის პუდრა
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 100 გრამი ქიშმიში
  • 600 გრამი ფქვილი

მომზადების წესი:

1თავდაპირველად ოპარა მოამზადეთ: ამისთვის რძე შეათბეთ, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ საფუარი და 250 გრამი ფქვილი. კარგად აურიეთ და 30 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

2კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან განაცალკევეთ. გულს დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. ერთ-ერთი კვერცხის ცილა გლაზურისთვის გადადეთ. დანარჩენს მარილი მოაყარეთ და კარგად ათქვიფეთ.

3აფუებულ ოპარას კვერცხის გულისა და შაქრის მიქსი დაუმატეთ. ჩაამატეთ რბილი კარაქი და ურიეთ იქამდე, სანამ ის მთლიანად არ გაიხსნება. დაამატეთ კვერცხის ცილაც. კვლავ აურიეთ.

4ახლა ფქვილის ჯერია. ჯერ 250 გრამი ჩაყარეთ. თუ ცომი ძალიან თხელი გამოვა, 100 გრამიც ჩაამატეთ. ცომი უნდა იყოს რბილი. დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათით. არ დაგავიწყდეთ პირსახოცის დაფარება.

5ქიშმიში ცხელ წყალში 10-15 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცზე გააშრეთ. ლიმონის ცედრა გახეხეთ. ეს ორივე ინგრედიენტი ცომში ჩაამატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ კი მულტისახარშში შედგით. 10 წუთი თხელი პირსახოცი დააფარეთ.

6შემდეგ კი მულტისახარში ჩართეთ, დააყენეთ რეჟიმზე „შეცხელება“. 10 წუთის შემდეგ კი გადაიყვანეთ რეჟიმზე „ცხობა“. აცხვეთ 1 საათი და 30 წუთი.

7გლაზურისთვის დარჩენილი ცილა და შაქრის პუდრა ათქვიფეთ. როცა კულიჩი მზად იქნება, მოასხით გლაზური.