სალათა “აიშა” – შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე

4939
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: მარტივი

სულ მალე მზიანი და თბილი გაზაფხული დადგება. თუკი ამ სეზონისთვის ემზადებით, დიეტური სალათის რეცეპტი ნამდვილად დაგჭირდებათ. ეს არის წვნიანი და რბილი კერძი, რომელიც თავისი გემოთი ბერძნულ სალათს მოგაგონებთ. სხვაობა ისაა, რომ ყველის ნაცვლად ქათმის ფილე და მწყრის კვერცხი გვხვდება.

ინგრედიენტებ:

  • 250 გრამი ქათმის ფილე
  • 100 გრამი ზეითუნის ზეთი
  • 120 გრამი პომიდორი ჩერი
  • 150 გრამი სალათის ფურცლები
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 3 ცალი მწყრის კვერცხი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქათმის ფილე გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ცეცხლზე შემოდგით. როცა წყალი ადუღდება, ჩაყარეთ მარილი და დაფნის ფოთოლი. ხარშეთ მომზადებამდე, შემდეგ კი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით.

2მწყრის კვერცხები მოხარშეთ, გაფცქვენით და შუაზე გაჭერით. ასევე შუაზე გაჭერით პომიდვრებიც. სალათის ფოთლები კი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ხახვი რგოლებად გაყავით და ჯამში გადაიტანეთ, დაასხით მდუღარე წყალი და 10 წუთი გააჩერეთ.

3ჯამში ჯერ დაჭრილი ქათმის ფილე ჩაყარეთ, დაუმატეთ: პომიდვრები, სალათის ფოთლები, ზეთისხილი და ხახვი. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი და პილპილი. მორთეთ კვერცხით.