სალათი “შუხი”, რომელიც გარნირის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ!

16075
მომზადების დრო: 90 წთ.
სირთულე: საშუალო

ეს გემრიელი სალათი უკრაინული წარმოშობისაა. მას „შუხის“ უწოდებენ. მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო საკვებია.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ჭარხალი
  • 2 ცალი ხახვი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 200 გრამი ხმელი სოკო
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 კბილი ნივრის
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ჭარხალი გარეცხეთ, გაამშრალეთ და ფოლგის ფურცელზე დააწყვეთ. 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი გადაუსვით. შეახვიეთ ფოლგაში და ღუმელში 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში აცხვეთ.

2სოკო წყალში ჩაალბეთ, ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
ხახვი წვრილად დაჭერით, დარჩენილ მზესუმზირის ზეთში მოთუშეთ.

3გაცივებული ჭარხალი და სოკო დაჭერუთ, აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ ხახვი, გამოტარებული ხახვი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. სალათი მზადაა!