სახლში გამომცხვარი ხრაშუნა „ვატრუშკები” – მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს

1383
მომზადების დრო: 35 წთ.
სირთულე: საშუალო

„ვატრუშკები” უნგრული წარმოშობის უგემრიელესი დესერტია, რომელსიც უფროსებსაც და ბავშვებსაც ერთნაირად უყვართ. არის ხრატუნა და ფორმას კარგად ინარჩუნებს. ასევე მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 1 ჭიქა რძე
  • 10 გრამი მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი კარაქი
  • 4 ჭიქა ფქვილი

    ინგრედიენტები გულსართისთვის::

    • 450 გრამი ხაჭო
    • 2 ცალი კვერცხი
    • 2 ს/კ არაჟანი
    • 1 ს/კ შაქარი
    • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი

      ინგრედიენტები მოსართავად:

      • 1 ცალი კვერცხი
      • 2 ს/კ რძე

      მომზადების წესი:

      11 ს/კ შაქარი, თბილი რძე და საფუარი ერთმანეთში აურიეთ. კარაქი გაადნეთ და შეურიეთ კვერცხს. დაუმატეთ მარილი, 1 ს/კ შქარი და ფქვილი. ჩაამატეთ რძისა და საფუარის მასა. მოზილეთ ცომი და თბილ ადგილას 1-1.5 საათით დადგით.

      2გულსართისთვის, კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან განაცალკევეთ. გული არაჟანსა და ხაჭოს შეურიეთ. დაუმატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ.

      3ცომისგან კვერცხის ზომის ბურთულები მოზილეთ. შუაში ჩაღრმავება გაუკეთეთ და მასში მიღებული გულსართი ჩადეთ. კვერცხი და რძე ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა ვატრუშკებს გადაუსვით. აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.