“შარლოტკა” კომბოსტოთი- უგემრიელესი და განსხვავებული ღვეზელი

17864

მომზადების დრო: 20 წუთი
ცხობის დრო: 1 სთ.
სირთულე: საშუალო
ულუფა: 8

სურნელოვანი შარლოტკა კომბოსტოსთან ერთად – ეს ჩემი საყვარელი ღვეზელია. მისი მომზადებისას შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ-შიგთავსის გაკეთებისას არა მარტო კომბოსტო, არამედ სოკო ან მოხარშული კვერცხიც გამოიყენოთ. ცომს ექნება არაჩვეულებრივი გემო და სასიამოვნო ფერი, თუ მას ცოტაოდენ კურკუმას ან დაფქულ კვლიავს დაამატებთ. ვიმედოვნებთ, შარლოტკის ეს ვარიანტი მოგეწონებათ!

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი ფქვილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 300 გრამი კომბოსტო
  • 15 ლ კეფირი
  • 1ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ მაიონეზი
  • 5 ჩ/კ სოდა
  • დაფქული ორცხობილა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო ან გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. მოშუშეთ მცენარეულ ზეთში მარილთან და სანელებლებთან ერთად.
  2. აურიეთ კვერცხი, კეფირი, სოდა და მარილი ერთმანეთს.
  3. მიღებულ მასას მაიონეზი დაუმატეთ.
  4. ნელ-ნელა ჩაამატეთ ფქვილი, რათა ბლანტი ცომი გამოვიდეს.
  5. ფორმას მცენარეული ზეთი გადაუსვით, ცომის ნახევარი მასზე განათავსეთ, შემდეგ კი უკვე მომზადებული შიგთავსი დაადეთ. ზემოდან კი დარჩენილი ცომი დააფარეთ.
  6. შარლოტკას დაფქული ორცხობილა მოაყარეთ. ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე აცხვეთ დაახლოებით 1 საათი. გემრიელი ღვეზელიც მზადაა.გემრიელად მიირთვით!