შავი ლუდის გლინტვეინი – გემრიელი სასმელის განსხვავებული რეცეპტი

363
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო:00 წთ
სირთულე: მარტივი

გაეცანით ჩენს რეცეპტს და მოამზადეთ განსხვავებული, საოცრად გემრიელი და არომატული სასმელი.

ინგრედიენტები:

  • 700 მლ შავი ლუდი
  • 1 გრ. კარდამონი
  • 5 გრ. კოჭა
  • 1 ც. დარიჩინის ჩხირი
  • 0,4 გრ. მუსკატის კაკალი
  • 3 ც. მიხაკის მარცვალი
  • 5 ჩ.კ თაფლი
  • 1 ც. ფორთოხალი
  • 1ც. ლიმონი

მომზადების წესი:

1 ქვაბში დაასხით და საშუალო ცეცხლზე შემოდგით ნახევარი ბოთლი შავი ლუდი, როგორც კი პირველი ბუშტუკები გამოჩნდება, გადმოდგით ტაფა და არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ ლუდი ადუღებამდე. დაამატეთ სანელებლები: კარდამონი, კოჭა, მუსკატის კაკალი, დარიჩინი და მიხაკი.

2დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ისევ ცეცხლზე შემოდგით. მორთეთ დარიჩინის ჩხირითა და ფორთოხლის რგოლებით.

☛ რეცეპტი გათვლილია 4 ულუფაზე

☛ კვებითი ღირებულება: 141 კკალ, 1.5 ცილები, 0.4 გ. ცხიმები, 23,2 ნახშირწყლები.

გემრიელად მიირთვით!