შემწვარი ნაყინი – უნიკალური რეცეპტი ზამთრის სეზონისთვის

1299
მომზადების დრო: 20 წთ
სირთულე: მარტივი

ნაყინი ყოველთვის მზიან ზაფხულს გვახსენებს. იცოდით, რომ მისგან უგემრიელესი დესერტის დამზადება ზამთარშიც კი შეგეძლოთ? ჩვენ შემოგთავაზებთ განსაკუთრებულ და უნივერსალურ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. ეს არის შემწვარი ნაყინი – ამ დესერტით თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სასიამოვნოდ გააკვირვებთ.

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 100 გრამი ნაყინი
  • 40 გრამი ქოქოსის ფანტელი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 150 გრამი სიმინდის ბურღული
  • 250 მლ. მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1სიმინდის ბურღული დააბლენდერეთ, ღრმა ჯამში კვერცხი ათქვიფეთ, ნაყინი კი სასურველ ნაჭრებად დაჭერით. თითოეული ნაჭერი ჯერ ქოქოსის ფანტელებში , შემდეგ – კვერცხში, საბოლოოდ კი – დაბლენდერებულ სიმინდის ბურღულში ამოავლეთ.

2ამის შემდეგ, ნაყინის ნაჭრები კიდევ კვერცხში, შემდეგ კი სიმინდის სახამებელში ამოავლეთ. ტაფაში ზეთი კარგად შეაცხელეთ. ნაყინის ნაჭრები მასში 30-40 წამის განმავლობაში გააჩერეთ, გადაიტანეთ თეფშზე და მაცივარში 15 წუთით შედგით.