შეწვით ქათამი ხმელთაშუაზღვისპირულად!

1647
მომზადების დრო: 40 წთ.
სირთულე: საშუალო

ქათმის შეწვის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირეთში იყენებენ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ბარკალი
  • 50 გრამი შავი ზეთისხილი
  • 3 ცალი პომიდორი
  • 50 გრამი მწვანე ზეთისხილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ცალი ხახვი
  • 20 მლ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს/კ ბალზამირებული ძმარი
  • 0.5 ჩ/კ ორეგანო, მაიორანი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბარკლებს მარილი და პილპილი მოაყარეთ. შეწვით ოქროსფერი ფერის მიღებამდე. პომიდვრები შუაზე ან ოთხ ნაწილად გაყავით, ხახვი გაასუფთავეთ და 4 ნაწილად დაჭერით.

2ცალკე ჯამში ზეითუნის ზეთი, ბალზამირებული ძმარი, ორეგანო, მაიორანი აურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

3საცხობ ფორმაზე დააწყვეთ შემწვარი ქათმის ბარკლები, პომიდვრები, ხახვი, გასუფთავებული ნიორი, შავი და მწვანე ზეთისხილი. მოასხით მიღებული სოუსი. აცხვეთ 220 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.