შეწვით ქათმის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად და მიირთვით ვიტამინებით სავსე კერძი

1458
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: საშუალო

ქათმის ღვიძლი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება. თუ მას სხვადასხვა ბოსტნეულსაც დაამატებთ, ერთ კერძში ვიტამინების საბადოს მიიღებთ. ახალი პომიდვრები ქათმის ღვიძლს წვნიანს გახდის, ბულგარული წიწაკა კი მის პიკანტურ არომატს გააუმჯობესებს. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 400 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 ცალი პომიდორი
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • 100 გრამი ფქვილი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 1 შეკვრა ოხრახუში

მომზადების წესი:

1ქათმის ღვიძლი კარგად გარეცხეთ. გადაიტანეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი, აურიეთ და 15-20 წუთი დატოვეთ. ბულგარული გარეცხეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, ასევე დაჭერით პომიდვრები და ხახვი.

2დაჭრილი ხახვი ზეთში 2 წუთის განმავლობაში წვით, დაუმატეთ ბულგარული, პომიდვრები და 3 წუთის განმავლობაში ამზადეთ. ღვიძლის ნაჭრები ფქვილში ამოავლეთ და ტაფაში ჩააწყვეთ. შეწვით 10 წუთი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.