შოკოლადის ჩიზქეიქი – ჰაეროვანი და გემრიელი დესერტი

3230
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 2 სთ 30 წთ
სირთულე: მარტივი

მიირთვით შოკოლადის უგემრიელესი ჩიზქეიქი დესერტად. ეს ჰაეროვანი და გემრიელი დესერტი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, უბრალოდ ისიამოვნეთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ. ფხვიერი ნამცხვარი.
  • 100 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული)
  • 1 ს.კ. კაკაო.
  • 90 გ. დაფქული ნუში.
  • 250 გ. მდნარი ყველი.
  • 200 მლ. ნაღები 32%-იანი.
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრა.
  • 2 ს.კ. კაკაო.
  • 250 გ. შავი შოკოლადი.
  • 3 ს.კ. ლიქიორი.

მომზადების წესი:

1დაფშვენით ნამცხვარი, შეურიეთ კაკაო და ნუში. დაუმატეთ კარაქი, კარგად ამოურიეთ და მოათავსეთ ფორმაში. აცხვეთ 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 15 წუთი. ათქვიფეთ ნაღები და კაკაო. ცალკე ათვქიფეთ მდნარი ყველი და შაქრის პუდრა. გაადნეთ შოკოლადი ოდნავ გააგრილეთ. შეურიეთ ერთმანეთში ნაღები და მდნარი ყველი, დაუმატეთ შოკოლადი. კარგად ამოურიეთ და ბოლოს დაამატეთ ლიქიორი.

2მომზადებული კრემი, გადაიტანეთ ფორმაში და მთელი ღამე დატოვეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით