შოკოლადის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ – გემრიელი რეცეპტი შოკოლადის მოყვარულთათვის!

62059
მომზადების დრო: 25 წთ
სირთულე: საშუალო

შოკოლადის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ცუდი ხასიათისა და დეპრესიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, იმ შოკოლადს, რომელსაც მაღაზიებში ვყიდულობთ, ბევრი ქიმიური ნივთიერებაა. დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის დახმარებით შოკოლადს სახლის პირობებში დაამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 5 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 6-8 ს/კ შაქარი
  • 5 ს/კ რძე
  • 50 გრამი კარაქი
  • 1 ჩ/კ ფქვილი
  • 0.25 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • ბერძნული კაკალი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ღრმა ქვაბი აიღეთ, ჩაყარეთ შაქარი და კაკაო, დაასხით 1 ს/კ რძე. ყველაფერი კარგად აურიეთ. დაუმატეთ დარჩენილი რძე და საშუალო დონის ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. ქვაბში კარაქი ჩაამატეთ. მიღებული მასა მინიმალურ ცეცხლზე აადუღეთ.

2ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ ფქვილი. როცა ფქვილი ჩადნება, მასა ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტახანი გააცივეთ, დაუმატეთ ვანილის შაქარი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

3ყინულის ფორმებს კარაქი გადაუსვით და მათში შოკოლკადი ჩაასხით. შეგიძლიათ კაკალი მოაყაროთ. შედგით მაცივარში 2-3 საათით.