სოკოთი დამზადებული სამარხვო სალათა კვერცხისა და ხორცის გარეშე

1458
მომზადების დრო: 40 წთ.
სირთულე: მარტივი

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სალათა განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოეწონებათ, რომლებიც მარხვას იცავენ. რეცეპტში მითითებულია მაიონეზიც, მაგრამ ის შეგიძლიათ სამარხვო აარჩიოთ. აქ არ შეგხვდებათ არანაირი კვერცხი თუ ქათმის ფილე. სალათა გამოდის იმდენად არომატული და გემრიელი, რომ მას სხვა დღეებშიც კი მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ბარდა
  • 1 ცალი სტაფილო
  • 4 ცალი კარტოფილი
  • 2 ს/კ დიჟონური მდოგვი
  • 150 გრამი დამარინებული სოკო
  • 5 ცალი დამარინებული კიტრი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 შეკვრა მწვანე ხახვი
  • 200 გრამი მაიონეზი
  • 2 ჩ//კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. ასევე მოხარშეთ სტაფილო. ორივე ინგრედიენტი გაფცქვენით და დააცადეთ გაციება. თეფშს მცენარეული ზეთი გადაუსვით, პირველ ფენად გახეხილი კარტოფილი გადაიტანეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი.

2შემდეგი ფენაა: დაკონსერვებული ბარდა, გახეხილი სტაფილო, მდოგვი, გახეხილი დამარინებული კიტრი, წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო.